Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში გლოვობენ 8 პოლიციელის დაღუპვას


მაკედონიაში მეორე დღეა გლოვობენ ქალაქ კუმანოვოში შაბათ-კვირას მომხდარი შეირაღებული დაპირისპირებისას 8 პოლიციელის დაღუპვის გამო. დაშვებულია სახელმწიფო დროშები. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება და პოლიტიკური თავყრილობა ქვეყანაში. მაკედონიის პრეზიდენტმა გეორგ ივანოვმა განაცხადა, რომ დაპირისპირების შედეგად დახოცეს 14 თავდამსხმელი. შეტაკება კუმანოვოში, რომელიც კოსოვოსა და სერბეთთან საზღვრების ახლოს მდებარეობს, 9 მაისს დილით დაიწყო. 10 მაისს სატელევიზიო მიმართვისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიციამ „აღკვეთა კოორდინირებული ტერორისტული თავდასხმები ქვეყნის სხვადასხვა ადგილას, რომელიც გამოიწვევდა სერიოზულ დესტაბილიზაციას, ქაოსსა და შიშს“. გეორგ ივანოვის თანახმად, შეიარაღებული პირები „იყვნენ ექსტრემისტები და კრიმინალები შესანიშნავი სამხედრო მომზადებითა და უნარებით“. მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა გრუევსკიმ დაასახელა შეიარაღებული ჯგუფის ხუთი ლიდერი, ყველა მათგანი კოსოვოს მოქალაქეა. გრუევსკიმ განაცხადა, რომ შეიარაღებულ პირებს ბალკანეთსა და ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ მაკედონიის ალბანელთა ეთნიკური უმცირესობის მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG