Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიბეჭდა ნემცოვის ანგარიში უკრაინაში რუსეთის სამხედრო მონაწილეობაზე


მოსკოვში მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის კოლეგები და თანამებრძოლები 12 მაისს წარმოადგენენ ანგარიშს, რომელშიც არის უკრაინაში რუსი სამხედროების ყოფნის დამადასტურებელი ახალი მტკიცებულებები. ანგარიში სახელწოდებით -„პუტინი. ომი“ უკვე დაიბეჭდა. ბორის ნემცოვი ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი იყო და ის ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მოქმედებას უკრაინაში. ბორის ნემცოვი 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლთან ახლოს მოკლეს. ნემცოვის მიერ დაწყებული ანგარიში დაასრულეს მისმა მეგობრებმა, ოპოზიციის აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა, რომლებსაც მოკლული ოპოზიციონერის მეგობარი ილია იაშინი ედგა სათავეში.

XS
SM
MD
LG