Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში იმართება ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სოჭში მართავს შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან. დაგეგმილია ასევე კერის შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან აღმოსავლეთ უკრაინაში და სირიაში კონფლიქტების პოლიტიკურად მოგვარების გზებზე სასაუბროდ. კერი ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად ეწვია რუსეთს. როგორც იუწყებიან, კერი ფიქრობს, რომ რუსეთი - ისევე როგორც შეერთებული შტატები და ევროკავშირი - შეშფოთებულია ათასობით უცხოელის ჩართვით სირიაში, ექსტრემისტების მხარეს ომში მონაწილეობის მისაღებად. სოჭის შემდეგ ჯონ კერი გაემგზავრება თურქეთში, ნატოს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად და დაბრუნდება ვაშინგტონში, პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და არაბი ლიდერების სამიტთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG