Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 24% მისცემდა ხმას


ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 24% მისცემდა ხმას. ამავე კვლევის თანახმად, ნაციონალურ მოძრაობას 16%-იანი მხარდაჭერა აქვს. რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა "თავისუფალ დემოკრატებს," 4% "პატრიოტთა ალიანსს"და 3% ლეიბორისტულ პარტიას. კვლევის თანახმად, გამოკითხულთაგან ყველაზე მეტმა, 27%-მა არ იცის, თუ ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს დანიშნული. შეკითხვას პასუხი არ გასცა გამოკითხულთა 12%-მა, 6% კი არცერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს. შეკითხვას, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას“, გამოკითხულთა 56%-მა დადებითად უპასუხა, 44%-მა კი უარყოფითად. NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საველე სამუშაოები 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 4360 რესპონდენტი გამოკითხა.

XS
SM
MD
LG