Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდი მოსკოვში შეხვედრებს გამართავს


მეორე დღეა მოსკოვში იმყოფება ვიქტორია ნულანდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. 18 მაისს დაგეგმილია მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო უწყებაში. დღის წესრიგშია მსჯელობა - ვითარებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში და მინსკის შეთანხმებების შესრულებისთვის საჭირო შემდგომ ნაბიჯებზე. 16 მაისის ცნობით, ვიქტორია ნულანდი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმსჯელებს აგრეთვე ორმხრივ ურთიერთობებზე და შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. გასულ კვირაში უკრაინის კრიზისზე მსჯელობდნენ სოჭში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ვეტერანმა უფლებადამცველმა ლიუდმილა ალექსეევამ 17 მაისს „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ 18 მაისს ნულანდს ხვდება.

XS
SM
MD
LG