Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ირანის პასუხად იემენისკენ გაუშვა სამხედრო გემები


ირანმა ორი სამხედრო გემი გაუშვა ირანის სატვირთო გემის იემენისკენ გასაცილებლად. აშშ-მა ირანის მოქმედების საპასუხოდ, თავისი სამხედრო გემები გაგზავნა. ეს მოხდა 19 მაისს, როცა ირანის გემები მიუახლოვდნენ იემენის პორტ ჰოდაიდას, სადაც ირანს სურდა ტვირთის გადატანა. აშშ-სა და მის მოკავშირეებს, მათ შორის საუდის არაბეთს, რომელიც საჰაერო იერიშებს ახორციელებს იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეების წინააღმდეგ, აშფოთებთ ირანის ზრახვები და, როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა სტივ უორენმა განცხადა, „კვალდაკვალ“ მისდევენ ირანის ფლოტილიას. უორენის სიტყვებით, ის შიშობს, რომ ირანი „გეგმავს გარკვეულ წინააღმდეგობას“, მაგრამ მოცემულ მომენტში „ჩვენ დიდად არ ვღელავთ“-ო. აშშ-მა ირანს სთხოვა ჰუმანიტარული დახმარება გემით ჩაეტანა გაეროს მეთალყურეთა პუნქტში, ჯიბუტის მახლობლად. ირანმა უარი განაცხადა მარშრუტზე.

XS
SM
MD
LG