Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიმ სადიკოვი: ლარი რომ არ გაუფასურებულიყო, საქართველო დაკარგავდა კონკურენტუნარიანობას


ლარი რომ არ გაუფასურებულიყო, საქართველო დაკარგავდა კონკურენტუნარიანობას არა მხოლოდ საქონლით ვაჭრობის, არამედ ტურიზმის მხრივაც, საზიანოდ იმოქმედებდა ბიზნესზე და უარყოფით გავლენას მოახდენდა დასაქმებასა და ფიზიკური პირების შემოსავლებზე - ამის შესახებ სააგენტო ბიზნესპრესნიუსს განუცხადა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა. მისი შეფასებით, ამერიკული დოლარის მიმართ ლარის გაუფასურება შესაძლებელს ხდის, რომ ქვეყანამ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს, არ მოახდინოს იმპორტის ზედმეტად გაუფასურება და ექსპორტის მოჭარბებულად გაძვირება. ამასთან, აზიმ სადიკოვმა აღნიშნა, რომ ბუნებრივია, ლარის გაუფასურება ტვირთად დააწვა იმ კერძო პირებს და საწარმოებს, რომლებსაც კრედიტი ამერიკული დოლარით აქვთ აღებული. „ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის დედოლარიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა განაგრძოს" - განაცხადა აზიმ სადიკოვმა.

XS
SM
MD
LG