Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამურმა სახელმწიფომ" სრული კონტროლი დაამყარა სირიის ქალაქ პალმირაზე


ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ სრული კონტროლი დაამყარა სირიის ქალაქ პალმირაზე, რომელშიც მდებარეობს მნიშვნელოვანი ანტიკური ძეგლები - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ობიექტები. ბრიტანეთში დაფუძნებულმა ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ 21 მაისს გაავრცელა ცნობა, რომ ექსტრემისტები ახლა სირიის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარს აკონტროლებენ. მისივე ცნობით, სირიის მმართველი რეჟიმის ჯარებმა უკან დაიხიეს პალმირაში და მის გარშემო პოზიციებიდან, სამხედრო-საჰაერო ბაზისა და საპატიმროს ჩათვლით მას შემდეგ, რაც შეტაკებებში დაიღუპა მთავრობის მომხრე, სულ ცოტა, 100 ჯარისკაცი. პალმირის ისტორიული ძეგლების უმეტესობა თარიღდება I-II საუკუნეებით, როცა რეგიონი რომაელების მმართველობის ქვეშ იყო. ქალაქი მდებარეობს სტრატეგიულ ტრასასთან აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. შიშობენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები, რომლებმაც სირიასა და ერაყში ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიპყრეს 2014 წლის ივნისში, დაანგრევენ პალმირის ისტორიულ ძეგლებს, როგორც ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლების შემთხვევაში გააკეთეს.

XS
SM
MD
LG