Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დასავლეთს "არაშორსმჭვრეტელურ" პოლიტიკაში ადანაშაულებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილი ნებენზიამ დაგმო დასავლეთის „არაშორსმჭვრეტელური“ პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში და ის სირიის, ერაყისა და ლიბიის დესტაბილიზებაში დაადანაშაულა. დღეს, იორდანიის მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის რეგიონულ კონფერენციაზე გამოსვლისას, ნებენზიამ დასძინა, რომ გარეშე მოთამაშეები ვერ გადაწყვეტენ სირიის კრიზისს. რუსეთი მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. ნებენზიამ თქვა, რომ ასადმა, მართალია, შეცდომები დაუშვა, მაგრამ მას მხარს უჭერს მოსახლეობის დიდი ნაწილი. „რთულია, წარმოვიდგინოთ, როგორ შეძლებენ სირიაში დაპირსპირებული მხარეები დიალოგის გამართვას, მაგრამ პრობლემა თავად სირიელებმა უნდა გადაჭრან“, - თქვა ნებენზიამ.

XS
SM
MD
LG