Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი": აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დანაშაულები ხდება


„ამნესტი ინტერნეშნლის“ ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებული მხარეები თითქმის ყოველდღიურად სჩადიან ომის დანაშაულებს, აწამებენ და კლავენ ტყვეებს. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია იუწყება, რომ მოეპოვება კიევის სამთავრობო ძალებისა და რუსების მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ჩვენებები, რომელთა მიხედვით ტყვეებს სცემენ, აწამებენ ელექტროშოკითა და დანით აყენებენ ჭრილობებს. „ამნესტი ინტერნეშნლმა“ 17 სეპარატისტი და 16 უკრაინელი სამხედრო გამოკითხა. ორგანიზაცია გაეროს მოუწოდებს, უკრაინაში გაგზავნოს ექსპერტები და ისინი ორივე მხარეს შეახვედროს.

XS
SM
MD
LG