Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიამ შეიძლება აკრძალოს ისლამური ჩადრის ტარება


ჰოლანდიის მთავრობამ, შესაძლოა, აკრძალოს ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ადამიანს სახეს უფარავს. მინისტრთა კაბინეტმა დღეს მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც გულისხმობს მსგავსი სამოსის აკრძალვას საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის სამოქალაქო ტრანსპორტსა და სკოლებში. პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუთემ თქვა, რომ კანონპროექტი არ არის მიმართული რომელიმე რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ, თუმცა ბევრი მას აღიქვამს, როგორც ნიყაბის, ისლამური ჩადრის სახეობის, აკრძალვის მცდელობას. ნიყაბი, თვალების გარდა, მთლიანად ფარავს ქალის სხეულსა და სახეს. მთავრობის წინადადებას ჯერ სამართალმცოდნეთა ჯგუფი განიხილავს. პირველი ქვეყანა, რომელმაც 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საჯარო სივრცეში ნიყაბის ტარება აკრძალა, საფრანგეთი იყო.

XS
SM
MD
LG