Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მხრიდან საგარეო ვალებზე მორატორიუმის შემთხვევაში მოსკოვი ზომებს მიიღებს თავისი კრედიტების დასაბრუნებლად


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „რუსეთი დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს“, თუკი უკრაინა მიიღებს გადაწყვეტილებას, მორატორიუმი შემოიღოს საგარეო ვალების გადახდაზე. რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მედვედევმა თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის ბანკები საერთაშორისო სასამართლოებს მიმართავენ თანხების დასაბრუნებლად. მან აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ ვალების გადახდაზე უარის თქმა ქვეყნის დეფოლტის ტოლფასი იქნება და ეს გავლენას მოახდენს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მის მოლაპარაკებებზე. 19 მაისს უკრაინის უზენაესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას აძლევს უფლებას, მორატორიუმი გამოაცხადოს ზოგიერთი კერძო კრედიტის დაფარვაზე. მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბანკებმა უკრაინას 25 მილიარდი დოლარის მოცულობის კრედიტები მისცეს.

XS
SM
MD
LG