Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთში არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყანაში არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომელიც, კრიტიკოსთა თქმით, მორიგი დარტყმაა ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. კანონი, რომელიც რუსეთის პარლამენტმა მიმდინარე კვირაში მოიწონა, პროკურატურას უფლებას აძლევს, „არასასურველ“ სიაში შეიტანოს უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც „საფრთხეს უქმნის რუსეთის თავდაცვითუნარიანობას, უსაფრთხოებას, სამოქალაქო წესრიგს ან სამოქალაქო ჯანმრთელობას“. ასეთ ორგანიზაციებში მომუშავე პირები შესაძლოა დაჯარიმდნენ მსხვილი ჯარიმით ან ექვს წლამდე პატიმრობა მიესაჯოთ. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, „ამნესტი ინტერნეშნელისა“ და „ჰიუმან რაიტს უოჩის“ თანახმად, კანონი კიდევ უფრო გააძლიერებს ზეწოლას, რომელსაც განიცდის რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება.

XS
SM
MD
LG