Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი და ამერიკელი სამხედროები ერთად იზეიმებენ 26 მაისს


26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე ქართველ სამხედროებთან ერთად ამერიკელი სამხედროებიც იქნებიან წარმოდგენილი. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალ, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებები მთავრდება. "ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობთ გენერალს, რომლის დამსახურებაა და ის არის მიზეზი ამ ტრენინგის წარმატების", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ 21 მაისს დაიწყო ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე და იგი მიზნად ისახავდა ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას, აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთ თავსებადობის გაზრდას და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

XS
SM
MD
LG