Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი პოლონეთს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პოლონეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა კონსერვატორ პოლიტიკოსს, ანჟეი დუდას და ვარშავას მოსკოვთან „კონსტრუქციული ურთიერთობისკენ“ მოუწოდა. დუდამ, ბევრისთვის მოულოდნელად, გაიმარჯვა გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. მან ხმების 52% მოაგროვა და აჯობა მოქმედ პრეზიდენტს, ცენტრისტული ორიენტაციის პოლიტიკოსს, ბრონისლავ კომოროვსკის. დუდას პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ დაახლოებულია კათოლიკურ ეკლესიასთან, სოციალურად კონსერვატულია და მხარს არ უჭერს მეწარმეებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებას. მილოცვისას, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ „რუსეთსა და პოლონეთს შორის დამყარდება კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც განამტკიცებს ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.“ პოლონეთი დიდი ხანია, მწვავედ აკრიტიკებს რუსეთს, განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის გამო.

XS
SM
MD
LG