Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი, 55-ე შეხვედრა. მას უძღვებოდნენ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი, კესტუტის იანკაუსკასი და ეუთოს საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ანჯელო გნედინგერი. მათ შეშფოთება გამოთქვეს "საზღვრის" გადაკვეთისთვის მოქალაქეების დაკავების გამო, მაგრამ დადებითად შეაფასეს სატელეფონო "ცხელი ხაზის" აქტიურად გამოყენება და არასრულწლოვნებისა და ქალების სწრაფი გათავისუფლება. იანკაუსკასმა და გნედინგერმა მოუწოდეს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, ცხინვალის იზოლატორიდან გამოუშვას დაკავებულები. მხარეებმა განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეები. შეხვედრის ორგანიზატორებმა მხარეებს მოუწოდეს, გამონახონ პრობლემების პრაგმატული მოგვარების გზები. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შემდეგი შეხვედრა 24 ივნისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG