Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერიამ არასერიოზული უწოდა პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას


ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ არასერიოზული უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პარტია დატოვოს. "გუშინ უკვე გავაკეთე კომენტარი ამ თემაზე და 26 მაისს ამაზე უფრო ვრცლად ნუ მასაუბრებთ", - განუცხადა დღეს გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობიდან ოთხი წევრის წასვლას, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ 26 მაისს არც ამ თემაზე ლაპარაკი სურს. "გუშინ უკვე ვისაუბრე და შეიძლება მომავალშიც, სამწუხაროდ, მოგვიწიოს ამაზე საუბარი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 25 მაისს მან უპასუხისმგებლობა უწოდა ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გიორგი მელაძის და გოგა ხაჩიძის გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ.

XS
SM
MD
LG