Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გააუქმა საფრანგეთისგან მისტრალის შესყიდვის შეთანხმება


რუსეთმა გამოაცხადა, რომ გააუქმა შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა საფრანგეთისგან ერთნახევარ მილიარდ დოლარად მისტრალის ტიპის სამხედრო ხომალდების შესყიდვას. შარშან სექტემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმაგანაცხადა, რომ ორ ხომალდს რუსეთს აღარ მიაწოდებენ, უკრაინაში რუსეთის ქმედების გამო. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლეგ ბოჩკარიოვმა თქვა, რომ რუსეთი აღარ იყიდის ხომალდებს და ახლა გადასაწყვეტია, რა თანხა უნდა მიიღოს რუსეთმა უკან.

XS
SM
MD
LG