Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე საჭიროდ მიიჩნევს "პოლიტიკური სპექტრის ახლებურად გადანაწილებას”


პარლამენტის წევრებმა ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ, რომლებმაც ორშაბათს ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვეს, თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელეს, რომ პარტიამ ვერ შეძლო პოლიტიკური მოძრაობის სრულად განახლება, მეტის გახსნილობის უზრუნველყოფა და მარცხისთვის პასუხისმგებლობის აღება. კოლეგების სახელით დღეს გავრცელებულ განცხადებაში ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ არსებობს რეალური საფრთხე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვონ ღიად თუ შეფარულად პრორუსულმა ძალებმა და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ამ რეალობის შეცვლის შანსი. „ჩვენ ვართ იმავე პოზიციებზე და გვყავს იგივე მოწინააღმდეგე - ტყუილებით ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქი, რომელმაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა, მაგრამ დღევანდელი რეალობა განსხვავებულია. წელიწადნახევარში საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ ამ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად საჭიროდ მიგვაჩნია პოლიტიკური სპექტრის ახლებურად გადანაწილება” - ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG