Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის მხარდამჭერები ფიფადან ისრაელის გარიცხვას მოითხოვენ


პალესტინის მხარდამჭერმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ციურიხში, სადაც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფას) კონგრესი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ფიფადან ისრაელის გარიცხვა მოითხოვეს. ორმა ქალმა წითელი ბარათების ფრიალითა და შეძახილებით: „გაირიცხოს ისრაელი!“ სიტყვა შეაწყვეტინეს ფიფას ამჟამინდელ პრეზიდენტს ზეპ ბლატერს. დაცვის თანამშრომლებმა ქალებს მალევე დაატოვებინეს დარბაზი. შენობის წინ 150-მდე აქტივისტი იყო შეკრებილი. პალესტინელები, რომლებიც ფიფას 1998 წელს შეუერთდნენ, ამბობენ, რომ ისრაელი პალესტინელ ფეხბურთელებს გადაადგილებაში უშლის ხელს. ფიფა დათანხმდა, განიხილოს აქტივისტთა ეს წინადადება. იმისთვის, რომ ისრაელი ფიფადან გარიცხონ, ინიციატივას მხარი უნდა დაუჭიროს 209-წევრიანი ორგანიზაციის ორმა მესამედმა.

XS
SM
MD
LG