Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თიბილოვი ვერ გადაწყვეტს რუსეთთან ცხინვალის რეგიონის შეერთების საკითხს


რუსეთთან ცხინვალის რეგიონის შეერთების საკითხს ბატონი თიბილოვი ვერ გადაწყვეტს - განუცხადა დღეს თბილისში ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, რუსეთს ძვირად უჯდება პოლიტიკა, რომელსაც მეზობელ ქვეყნებში ატარებს და თუ ცხინვალის რეგიონის შეერთებასაც გადაწყვეტს, კიდევ უფრო დიდი საფასურის გადახდა მოუწევს. „ამის თაობაზე ჩვენ მაქსიმალურად ინფორმირებული და ჩართული უნდა გვყავდეს დასავლელი პარტნიორები, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც გვაქვს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

XS
SM
MD
LG