Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა რუსეთს აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკოსების შავი სიის გამო


ევროპის ოფიციალური პირები აკრიტიკებენ მოსკოვს იმ სიის გამო, რომელშიც მოსკოვმა იმ ევროპელი პოლიტიკოსების გვარები შეიტანა, რომლებსაც რუსეთში ჩასვლა აეკრძალათ. ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის წარმომადგენლის თქმით, სია, რომლშიც 89 პირის გვარია შეტანილი, რუსეთის ხელისუფლებამ გადასცა ევროკავშირის ქვეყნებს. ევროკავშირი, ამავე ცნობით, რუსეთის ნაბიჯს მიიჩნევს სრულიად თვითნებურად და გაუმართლებლად. ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულცმა განაცხადა, რომ შავი სია ორმხრივ ნდობას კიდევ უფრო გააუარესებს. სიის გამო ბერლინმაც მოთხოვა განმარტება კრემლს. მოსკოვს 28 მაისს გამოქვეყნებული სიის გამო კომენტარი არ გაუკეთებია. სიაში იმ პირების გვარებია შეტანილი, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ პუტინს ყირიმის ანექსიის და უკრაინაში მოქმედების გამო.

XS
SM
MD
LG