Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის ავიაციამ დაბომბა ჰუთის მიმდევარ შიიტთა ობიექტები იემენში


საუდის არაბეთის და მისი მოკავშირეების ავიაციამ დაბომბა ჰუთის მიმდევარი შიიტი მებრძოლების პოზიციები იემენის დედაქალაქ სანაში. დაიბომბა პოზიციები აეროპორტის არეალში და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად. ამასთან, საუდის არაბეთის და იემენის საზღვართან სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს. ჰუთის მომხრეთა წინააღმდეგ საუდის არაბეთის ბრძოლა დაიწყო მარტში, რათა ქვეყანაში საუდის არაბეთში გაქცეული პრეზიდენტის დაბრუნება უზრუნველჰყონ.

XS
SM
MD
LG