Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ ვიცე-პრეზიდენტს მიუსამძიმრა ვაჟის გარდაცვალების გამო


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დღეს მივიდა ვიცე-პორეზიდენტ ჯო ბაიდენის ოჯახში, რათა სამძიმარი ერთქვა ვიცე პრეზიდენტის უფროსი ვაჟის, ბო ბაიდენის გარდაცვალების გამო. ბო ბაიდენი 47 წლისა გარდაიცვალა ტვინის კიბოს გამო. ის იურისტი იყო, ეროვნულ გვარდიაში ირიცხებოდა, იყო ერაყში და იმ დროს, როცა მამამისი დელავერის შტატს წარმოადგენდა სენატში, ამ შტატის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იყო. აშშ-ის ამჟამინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ოჯახში ტრაგედია ადრეც გადაიტანა, როცა 1972 წელს ავტოავარიაში მოჰყვნენ მისი ცოლი და სამი შვილი. ცოლი ნეილა და გოგონა დაიღუპნენ, ცოლო ვაჟები ბო და ჰანტერი გადარჩნენ.

XS
SM
MD
LG