Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილს სურს ოდესის მმართველობის სრულად განახლება


სააგენტო "უკრაინსკი ნაციონალნი ნოვინის" ცნობით, უკრაინის ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ახალმა მეთაურმა მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რატომ დათანხმდა ამ თანამდებობაზე დანიშვნას. ოდესის პოტენციალი სათანადოდ არ არის გამოყენებულიო, განუცხადებია სააკაშვილს. სააკაშვილის აზრით, ქალაქ ოდესის განვითარებას მმართველი ჩინოვნიკები ამუხრუჭებენ. მანამდე გავრცელდა ცნობა მიხეილ სააკაშვილის განზრახვის შესახებ - რომ მას სურს ოდესის ოლქის ხელმძღვანელობის სრულად განახლება: „ვთხოვ ოდესელებს, მომცენ გარდაქმნების შესაძლებლობა, კერძოდ - ღია კონკურსების გზით, თანამდებობებზე ახალგაზრდების მოზიდვის შესაძლებლობა“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოდესის ოლქის ხელმძღვანელად დანიშნა.

XS
SM
MD
LG