Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში მას პოლიტიკური ამბიციები არ აქვს


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო, რომ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა დასაწყისია პროცესისა, რომელიც უკრაინის პრემიერ-მინისტრად მისი დანიშვნით დასრულდება - ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „ლიგა.ნეტ“-ი იუწყება. მისივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებულ ვერსიას სისულელე უწოდა და დასძინა, რომ უკრაინაში არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ აქვს. „როცა ოდესაში ამ პროექტს დავასრულებ, საქართველოში დიდი სიამოვნებით დავბრუნდები და საქმიანობას იქ განვაგრძობ“, - განაცხადა სააკაშვილმა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 30 მაისს დანიშნა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს.

XS
SM
MD
LG