Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ირანს სარაკეტო სისტემას მიაწვდის


რუსეთის სახელმწიფო კომპანია, ალმაზ ანტაიმ განაცხადა, რომ ირანს მიაწვდის სარაკეტო სისტემა ეს-300-ის განვითარებულ ვერსიას მას მერე, რაც შესაბამისი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდება. კომპანიის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმა ირანისთვის ამ იარაღის მიყიდვის აკრძალვა. მოსკოვმა 2010 წელს შეაჩერა თეირანისთვის ამ ტიპის სისტემის მიყიდვა დასავლეთის ზეწოლის შედეგად. ახლა, კრემლის მიერ დაწესებული "თვითაკრძალვის" გაუქმება მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-მა და ისრაელმა. ირანმა ახლახან დაადასტურა, რომ გარიგება მალე განხორციელდება.

XS
SM
MD
LG