Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში დაკარგულად ითვლება 400-ზე მეტი ადამიანი


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაკარგულად ითვლება 400-ზე მეტი ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა თბომავალ „აღმოსავლეთის ვარსკვლავზე“, რომელიც ორშაბათს ჩაიძირა მინარე იანძიში. კატასტროფიდან 36 საათის განმავლობაში მაშველებმა შეძლეს 14 ადამიანის გადარჩენა და 13 დაღუპული ადამიანის გვამის პოვნა. თბომავალზე 457 ადამიანი იმყოფებოდა. ჩინეთის მედიის ცნობით, სამშაბათს, ამობრუნებული გემიდან ადამიანების ყვრილი ისმოდა. თბომავალი ასრულებდა კრუიზს მდინარე იანძიზე - ნანკინიდან ჩუნცინამდე. ის მოხვდა ციკლონის ზონაში, სადაც ქარის სიჩქარე 130კმ/სთ-ს აღწევდა. თბომავლის კაპიტანი გადარჩა. ის აცხადებს, რომ გემი ორ წუთში ჩაიძირა. მგზავრების უმრავლესობა პენსიონერები იყვნენ. სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 4600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის - რამდენიმე ასეული მყვინთავი.

XS
SM
MD
LG