Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ევროპის პარლამენტს აკრიტიკებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კრიტიკით გამოეხმაურა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, პარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალოს რუს დიპლომატებს - ორი მათგანის, მათ შორის ევროკავშირში რუსეთის ელჩის, ვლადიმირ ჩიჟოვის გარდა. შეზღუდვა გამოცხადდა 2 ივნისს, როგორც საპასუხო ზომა მოსკოვის მიერ ევროკავშირის 89 პოლიტიკოსისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის აზრით, კაცი ბევრს არაფერს დაკარგავს ევროპარლამენტში შეუსვლელობით, რადგან მისი საქმიანობა პროგნოზირებადია. რისი თქმა და რისი გადაწყვეტაც ევროპარლამენტარებს შეუძლიათ, წინასწარვე იოლი ამოსაცნობიაო, განაცხადა რიაბკოვმა.

XS
SM
MD
LG