Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ილვესი პირობას დებს, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას


ესტონეთის პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი, ადასტურებს თავისი ქვეყნის მზადყოფნას, შეასრულოს აქტიური მხარდამჭერის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ჰენდრიკსმა ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა 3 ივნისს თბილისში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან,საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მინისტრებთან შეხვედრების დროს. როგორც საქართველოს თავცდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა: "ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ ესტონეთის პრეზიდენტმა პრაქტიკულად გვითხრა: ჩათვალეთ, რომ ჩვენ ვართ თქვენი „დანიელებიო“. ანუ, დანია თავის დროზე იყო მთავარი მეგობარი, მთავარი დამხმარე, მთავარი გამწევი ძალა ესტონეთის ევროკავშირსა და ნატოში წევრობისათვის. და დღევანდელი შეხვედრის მთელი სულისკვეთება სწორედ ამ იდეის გარშემო იყო“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას. იუწყებიან ასევე, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

XS
SM
MD
LG