Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით 139-ე სკოლის ტერიტორიაზე მომწამვლელი ნივთიერების არსებობა არ დასტურდება


თბილისის 139-ე სკოლის ტერიტორიაზე რაიმე ტოქსიკური, მომწამვლელი სუბსტანციების არსებობა ჯერ არ დადასტურებულა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, ბავშვებთან დაკავშირებულ საქმეში ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო მდგომარეობის სამსახური. ამ თემაზე კომენტარი ასევე გააკეთა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. მან ბავშვების ცუდად გახდომა გამოცდებით გამოწვეულ ემოციურ ფონს დაუკავშირა. თბილისის 139-ე საჯარო სკოლიდან, ინტოქსიკაციის სიმპტომებით საავადმყოფოში გუშინ მე-5 კლასის 10 მოსწავლე გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG