Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანს ეწვევა ვლადიმირ პუტინი


ვატიკანის განცხადებით, პაპი ფრანცისკე მომავალ კვირაში, 10 ივნისს უმასპინძლებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ ეს იქნება პუტინის პირველი ვიზიტი ვატიკანში. რუსეთის პრეზიდენტი იქ 2013 წლის ნოემბერში იმყოფებოდა - სანამ 2014 წლის მარტში რუსეთი უკრაინისგან ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებას მოახდენდა და უკრაინის აღმოსავლეთში დაიწყებოდა კონფლიქტი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაძაბა რუსეთის ურთიერთობა დასავლეთთან. ვატიკანი ფრთხილ პოზიციას იკავებს კიევსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებით და საჯაროდ უკმაყოფილებას გამოთქვამს „ქრისტიანებს შორის მიმდინარე ომის“ შესახებ. დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში პუტინი ასევე ეწვევა რუსეთის პავილიონს მილანში, მსოფლიო გამოფენა „ექსპო-2015“-ზე, სადაც 10 ივნისი რუსეთის ეროვნულ დღედაა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG