Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი ნოვოროსიისკში ამომრჩევლებს შეხვდა


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციმბირის უდიდეს ქალაქში, ნოვოროსიისკში შეხვდა ამომრჩევლებს. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, შეხვედრაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა და აქციაზე მივიდნენ აგრესიულად განწყობილი პირებიც, რომლებმაც ნავალნის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ის აშშ-თვის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ამომრჩევლებთან ნავალნის შეხვედრის ძირითადი თემა იყო ნოვოსიბირსკის ოლქის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები, რომლებიც წელს სექტემბერში ჩატარდება. მანამდე კი, 14-15 ივნისს გაიმართება პრაიმერები რეგიონული არჩევნებისათვის ოპოზიციონერი კანდიდატების ვინაობის დასადგენად. ნოვოროსიისკში შეხვედრის დაწყებამდე, ალექსეი ნავალნიმ პრეს-კონფერენცია ჩაატარა და განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიციის მთავარი ლოზუნგები იქნება დეცენტრალიზაცია და შემოსავლების გადანაწილება რეგიონების სასარგებლოდ. ნავალნის პირობითი სასჯელი აქვს შეფარდებული კორუფციის ბრალდებებით, რომლებსაც ის და მისი მხარდაჭერები პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ. ამ ბრალდებებიდან ერთ-ერთის საფუძველზე, ნავალნის ძმა პატიმრობას იხდის.

XS
SM
MD
LG