Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ახალი პოლიტიკური ცენტრი" ეროვნული ბანკის გაუქმების ინიციატივით გამოდის


ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების მიერ დაარსებული „ახალი პოლიტიკური ცენტრი" გამოთქვამს ინიციატივას, რომ ეროვნული ბანკი გაუქმდეს და მის ნაცვლად შეიქმნას სავალუტო საბჭო, რომელსაც ეროვნულ ბანკზე გაცილებით შეზღუდული ფუნქციები ექნება. „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ინიციატივითვე, ლარი აღარ იყოს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ეკონომიკური საქმიანობისას გამოიყენონ ის ვალუტა, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან. პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსი უნდა იყოს ფიქსირებული ამერიკულ დოლართან, ევროსთან და ამ ვალუტების კალათასთან მიმართებით. "რეფორმის შედეგად მივიღებთ იმას, რომ ლარის გაუფასურების რისკი დავა ნულამდე, მოქალაქეებს აღარ გაუძვირდებათ უცხოური ვალუტით აღებული სესხი და აღარ გაუუფასურდებათ ლარის დანაზოგი, დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე, ხელი შეეწყობა ინვესტიციების შემოსვლას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

XS
SM
MD
LG