Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია


დღეს დაიწყო თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია.მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე. საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1-ელი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, საზაფხულო ბაღების რაოდენობა მშობლების მოთხოვნის საფუძველზე 25-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG