Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი იტალიას ეწვია ქვეყნის ლიდერებთან და რომის პაპთან შესახვედრად


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იტალიაში ჩავიდა - ორი კვირით ადრე, ვიდრე ევროკავშირი კენჭს უყრიდეს მოსკოვისათვის დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხს. სანქციები არის რეაქცია უკრაინაში რუსეთის მოქმედებაზე. პუტინი იტალიის პრემიერ-მინისტრს, მატეო რენცის შეხვდება მილანში, სადაც იმართება მსოფლიო გამოფენა "ექსპო 2015". შემდეგ ის ჩავა რომში პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, სილვიო ბერლუსკონისთან შესახვედრად. იტალიას ევროკავშირის სხვა წევრების უმრავლესობაზე უკეთესი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, მაგრამ მოსალოდნელი არ არის, რომ რომი გაემიჯნება „დიდი შვიდეულის“ კურსს. მსოფლიოს წამყვანი მრეწველობაგანვითარებული ქვეყნების ამ ჯგუფმა, რომლის წევრი იტალიაც არის, მიმდინარე კვირაში გააფრთხილა მოსკოვი, რომ სანქციებს გაამკაცრებს უკრაინაში ძალადობის მატების შემთხვევაში. იტალიაში ერთდღიანი ვიზიტის ჩარჩოებში, პუტინი რომის პაპს, ფრანცისკესაც ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ამ შეხვედრაზე იმსჯელებენ კრიზისზე უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების მძიმე მდგომარეობაზე და მართლმადიდებელ და კათოლიკე ეკლესიებს შორის ურთიერთობაზე.

XS
SM
MD
LG