Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა „ექსპო 2015“-ის დათვალიერებით დაიწყო იტალიაში ვიზიტი


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მილანში მსოფლიო გამოფენა „ექსპო 2015“-ის დათვალიერებით დაიწყო იტალიაში ვიზიტი. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ, პუტინთან მისალმებისას, შეაქო „ტრადიციული მეგობრობა იტალიასა და რუსეთს შორის“, მაგრამ იქვე მიანიშნა პოზიციების სხვაობაზე რამდენიმე საკითხთან მიმართებით. იტალიაში პუტინის ერთდღიან ვიზიტს წინ უსწრებდა „დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომლის მონაწილეებიც მოსკოვს დამატებითი სანქციებით დაემუქრნენ, უკრაინაში მისი პოლიტიკის გამო. „დიდ შვიდეულში“, რომელიც მსოფლიოს წამყვან მრეწველობაგანვითარებულ ქვეყნებს აერთიანებს, იტალიაც შედის. პუტინი მოგვიანებით ჩავა რომში, სადაც შეხვდება პრეზიდენტ სერჯიო მატარელას. დაგეგმილია აგრეთვე პუტინის სტუმრობა რომის პაპ ფრანცისკესთან ვატიკანში.

XS
SM
MD
LG