Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში ექვსი ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად


ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, ბაღდადში ექვსი ადამიანი დაიღუპა პოლიციის ბლოკ-პოსტთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. პოლიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც საჯაროდ არ ამხელენ თავიანთ ვინაობას, განაცხადეს, რომ თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული მანქანა დააჯახა ბლოკ-პოსტს შულას რაიონში, მოკლა სამი პოლიციელი და სამი სამოქალქო პირი. ამავე წყაროს ცნობით, დაიჭრა სულ ცოტა 15 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG