Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აპირებს მორატორიუმის გამოცხადებას საგარეო ვალების გადახდაზე


უკრაინელი მაღალჩინოსნის 10 ივნისის განცხადებით, უკრაინამ შეიძლება გამოაცხადოს მორატორიუმი ქვეყნის მიერ ვალების გადახდაზე მანამდე, სანამ მიაღწევს კრედიტორებთან შეთანხმებას ვალის რესტრუქტურიზაციაზე. გასულ თვეში უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას მიანიჭა უფლება აუცილებობის შემთხვევაში დააწესოს მორატორიუმი საგარეო ვალების გადახდაზე. უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ ვაშინგტონში ვიზიტის დროს შეკითხვას - შეიძლება, თუ არა ვალის შესახებ მოლაპარაკებები ზაფხულის შემდეგაც გაგრძელდეს, ასე უპასუხა- „არა მგონია, დიდი დრო გვქონდესო“. იარესკომ აგრეთვე განაცხადა: „ამასთან დაკავშირებით, მე დამჭირდება სხვა ბერკეტების გამოყენება გადახდების ბალანსზე ზეწოლის შესამსუბუქებლად“. უკრაინის ფინანსთა მინისტრის ნატალია იარესკო და უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ვაშინგტონში იმყოფებიან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შესახვედრად, უკრაინის საინვესტიციო მიმზიდველობაზე სალაპარაკოდ და აშშ-ის მთავრობისთვის ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში მეტი დახმარების სათხოვნელად.

XS
SM
MD
LG