Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: რუსეთი იარაღით, ფულით და ცოცხალი ძალით ეხმარება მეამბოხეებს უკრაინაში


გაეროში შეერთებული შტატების ელჩი სამანტა პაუერი რუსეთს ადანაშაულებს აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეების იარაღით, ფულით და ცოცხალი ძალით დახმარებაში. როგორც პაუერმა 11 ივნისს კიევში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, უკრაინა პრობლემების წინაშე იდგა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ რუსეთი დაიწყებდა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების გაწვრთნას, შეიარაღებას, დაფინანსებასა და მათთან ერთად ბრძოლას - იმის კეთებას, რასაც კრემლი კვლავაც უარყოფს. მანამდე პაუერმა კიევშივე თქვა, რომ აშშ კვლავინდებურად ემხრობა მინსკის შეთანხმებას, მისი არაერთხელ დარღვევის მიუხედავად. ამერიკელი დიპლომატის ინფორმაციით, შეთანხმებას უმრავლეს შემთხვევაში სეპარატისტები არღვევენ. ეუთოს მეთვალყურეები კიევსაც და სეპარატისტებსაც ადანაშაულებენ თებერვალში დადებული შეთანხმების დარღვევაში. კიევში სამანტა პაუერის ვიზიტის ფონს ქმნის ცნობები, რომ ორი უკრაინელი ჯარისკაცი და სამი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ აღმოსავლეთ უკრაინაში სხვადასხვა ინციდენტის შედეგად. სულ კონფლიქტმა 2014 წლის აპრილის შემდეგ შეიწირა 6400-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG