Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი: რუსეთი უკრაინელ სეპარატისტებს აიარაღებს, აფინანსებს და მათთან ერთად იბრძვის


აშშ-ის ელჩმა გაეროში, სამანტა პაუერმა დაადანაშაულა რუსეთი, რომ უკრაინელ სეპარატისტებს აიარაღს აწვდის, აფინანსებს და მათთან ერთად იბრძვის მთავრობის ჯარის წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში. პუერმა კიევში ასევე თქვა, რომ უკრაინას პრობლემები უკვე ჰქონდა, სანამ რუსეთი დაიწყებდა სეპარატისტულად განწყობილი ძალების წვრთნას, შეიარაღებას და დაფინანსებას, რასაც კრემლი დღემდე უარყოფს. პაუერის თქმით, აშშ კვლავაც უჭერს მხარს მინსკის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მისი ინფორმაციით, შეთანხმება სისტემატურად ირღვევა, კვლავ დააბრუნეს მძიმე შეიარაღება, რომელიც ადრე გაიტანეს რეგიონიდან. ეუთოს მეთვალყურეებმაც დაადანაშაულეს ორივ მხარე ზავის დარღევაში.

XS
SM
MD
LG