Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი პატიმარი ჟურნალისტი: აზერბაიჯანი ადამიანის უფლებების კრიზისშია


საპატიმროში მყოფმა ხადიჯა ისმაილოვამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი იმყოფება „ადამიანის უფლებების კრიზისში“, როცა ამ ქვეყანაში ევროპის თამაშები იმართება. 12 ივნისს, ნიუ იორკ ტაიმსში გამოქვეყნებულ წერილში, ხადიჯა ისმაილოვა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, არ მისცეს საშუალება ბაქოს, „გადაიტანოს ყურადღება“ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებიდან. ისმაილოვა გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც ამხელდა კორუფციაში ილჰამ ალიევის ხელისუფლებას. ის უკვე ექვსი თვეა საპატიმროშია. ჟურნალისტი თავის წერილში მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ზეწოლა მოახდინონ ალიევზე, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.

XS
SM
MD
LG