Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: მთავრობა დაეხმარება სტიქიით დაზარალებულებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში თბილისში წყალდიდობის შედეგად შექმნილ მდგომარეობას უწოდა რთული და განაცხადა, რომ ქალაქში ასეთი ვითარება არ ყოფილა. მისი თქმით, ხელისუფლება საგანგებო რეჟიმით მუშაობს, მაშველებმა რამდენიმე ათეული ადამიანი გადაარჩინეს. ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა დაეხმარება "ყველა ოჯახს, ვისაც ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად". ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია მსხვერპლის შესახებ ცნობების დადასტურება.

XS
SM
MD
LG