Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა


საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. დაშვებულია სახელმწიფო დროშები. საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-საიტის თანახმად, უქმე დღე მოქმედებს მხოლოდ თბილისში და არ შეეხება იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ჩართული არიან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში. 15 ივნისი სამუშაო დღე იქნება საგანგებო შტაბისთვის, შსს-სთვის, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებისთვის, თბილისის მერიის სამსახურებისთვის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკებისთვის.

XS
SM
MD
LG