Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანელიძემ საზოგადოებას გააცნო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაობის თაობაზე ინფორმაცია


სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის მიმდინარეობისშესახებ დღეს თბილისში საგანგებო ბრიფინგი გამართა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ. მისი ინფორმაციით, სხვადასხვა ადგილას მიმდინარე სამუშაოებზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებს დაეკისრა. კერძოდ, ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს და მერიის მონაწილეობით გრძელდება სამუშაოები სვანიძის ქუჩაძე, ყიფშიძისა და წყნეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე კი შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ მერიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მინდია ჯანელიძის ცნობითვე, ბაგებში, სადაც გასულ საღამოს მეწყერი ჩამოწვა, თბილისის მერიის ზედამხედველობით მუშაობს ერთ-ერთი კერძო კომპანია. რაც შეეხება მეწყრის შედეგად დაზიანებულ წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთს, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, მისი აღდგენა დღის ბოლოსთვის დასრულდება, თუმცა სრულ რეკონსტრუქციას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მოხალისეებს, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებს აქტიურად ეხმარებიან. ინტენსიური სამუშაოების შედეგად დღეს დილიდან საავტომობილო მიმოსვლა აღდგა გმირთა მოედანზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ფილარმონიიდან როგორც გმირთა მოედნის, ისე მარჯვენა სანაპიროს მიმართულებებით.

XS
SM
MD
LG