Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთებმა სირიაში სტრატეგიული დარტყმა მიაყენეს„ისლამურ სახელმწიფოს“


სირიელი ქურთების ძალებმა, რომლებსაც აშშ-ის საჰაერო კამპანია უმაგრებს ზურგს, 15 ივნისს სტრატეგიული დარტყმა მიაყენეს ექსტრემისტულ ჯგუფ „ისლამურ სახელმწიფოს“, კონტროლის დამყარებით მნიშვნელოვან სასაზღვრო ქალაქზე, რომელიც ექსტრემისტებისთვის მომარაგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა თურქეთიდან. ქალაქ თელ აბიადის ქურთთა ძალების მიერ დაკავება ნიშნავს, რომ ქურთები ამჟამად აკონტროლებენ 400 კილომეტრამდე ზოლს სირიისა და თურქეთის საზღვარზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში უცხოელი მებრძოლების გაწევრიანების პროცესში. თელ აბიადს ექსტრემისტები იარაღის და ნავთობის გადაზიდვისთვისაც იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG