Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები


ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ სპეციალური სამსახურების თანამშრომლებს და სამხედროებს. ზოოპარკის გარდა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დამატებითი ტექნიკის გამოყენებით გრძელდება მდინარე ვერეს ხეობაში, მზიურის პარკის ტერიტორიასა და სტიქიით დაზარალებულ ქუჩებზე. რაც შეეხება ზოოპარკიდან სავარაუდოდ, დაკარგულ ერთ ვეფხვს და აფთარს, დღეს მოსახლეობისგან რაიმე შეტყობინება 112-ს ჯერჯერობით არ მიუღია. ამ ცხოველების თაობაზე ვითარების საბოლოოდ გარკვევამდე ხელისუფლება და ზოოპარკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

XS
SM
MD
LG