Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს „კაბელების საქმეზე“ ბრალდებულები


წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს „კაბელების საქმეზე“ ბრალდებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომელი. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს გარეშე, პარლამენტის დეპუტატების, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრების ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის და შალვა შავგულიძის პირადი თავდებობით გაათავისუფლა. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 18 ივნისს მიმართა შუამდგომლობით, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ზომა - პატიმრობა, გირაოთი შეეცვალა. თავდაცვის სამინისტროს ხუთ ყოფილ თანამშრომელს ბრალად ედება სახელმწიფო შესყიდვისას სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვა. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

XS
SM
MD
LG