Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიაში გაიმართა უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრა


თბილისის მერიაში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა ვერეს ხეობის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერსპექტივები. თბილისის მერმა და მთავრობის წევრებმა სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს ვერეს ხეობის უსაფრთხოებისა და თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი გზის შესაძლო აღდგენის შესახებ. ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი ახალი გზის მონაკვეთი - თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე, რომელიც სტიქიამ დაანგრია, სექტემბრამდე უნდა აღდგეს - ასე გადაწყდა 20 ივნისს, თბილისის მერიაში კომისიის სამუშაო შეხვედრაზე, სადაც სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები და ექსპერტები პირველად შეიკრიბნენ და ვერეს ხეობის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე იმსჯელეს. გადაწყვეტილია ისიც, რომ ხეობაში წინასწარი შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება. დაზარალებულ და უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას კი უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილებენ. მათ აღარც საბანკო დავალიანების გადახდას მოთხოვენ.

XS
SM
MD
LG