Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის კანონმდებლებმა ბირთვული შეთანხმების პირობები განსაზღვრეს


ირანელმა კანონმდებლებმა ხმა მისცა ირანის სამხედრო ობიექტებზე დაშვების და ბირთვულ სფეროში მომუშავე მეცნიერებთან ურთიერთობის აკრძალვას. კანონი დაკავშირებულია მსოფლიოს ქვეყნებთან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებასთან, რის საბოლოო შედეგიც მოსალოდნელია ივნისის ბოლოსთვის. კანონმდებლებმა ხმა მისცეს აკრძალვას, მაგრამ კენჭისყრიდან მალევე, შეიმუშავეს დამატება, რომელიც მას თეირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან, ასევე გერმანიასთან, ბირთვულ სფეროში შეთანხმებისთვის ვეტოს დადების უფლებას უკარგავს. ახალი კანონით, შეთანხმება უნდა დაამტკიცოს კზენაესმა უშიშროების საბჭომ, რომელიც უზენაეს ლიდერს ექვემდებარება, რაც ჰასან როჰანის მთავრობისთვის გაძლიერებას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG